вторник, 26 сентября 2017 г.

იდეების გენერირება და რანჟირება

ჩემთვის გამოწვევა იყო დავფიქრებულიყავი  ბიზნეს იდეებზე და განმესხვავებინა ისინი თუ რა იყო ჩემი მოტივაციიდან გამომდინარე, რა იყო საზოგადოებისთვის საჭირო და ა. შ.. იდეების ასე გენერირებამ მომცა საშუალება უფრომ მეტი იდეა მომეფიქრებინა ვიდრე მოველოდი ჩემი თავისგან.

რანჟირების დროს აღმოვაჩინე მეწყვილესთან ერთად რომ ბიზნეს იდეებმა შესაძლოა ძალიან აღგაფრთოვანოს და დიდი მოტივაცია გქონდეს, მაგრამ აღმოაჩინო რომ იმ ეტაპისთვის არ იყოს მასზე საზოგადოების მოთხოვნა ან დანერგვა იყოს რთული...

ბიზნეს იდეების რანჟირებამ მომცა შესაძლებლობა სქემატურად შემეხედა თუ რომელ იდეას უფრო მეტი კრიტერიუმი შეეფერებოდა, ეს დაგვეხმარა გაგვეაზრებინა რისი დაწყება ღირს თუ გვინდა მოგებაზე ვიფიქროთ!

მეწყვილესთან ერთად შევარჩიეთ ორი იდეა ბანაკები და ტრადიციული კერძები. ალბათ ჯერ კიდევ გვექნება დრო ჩამოვყალიბდეთ ერთ იდეაზე, უფრო მომგებიანზე და უფრო საჭიროზე.

მნიშვნელოვანია პოტენციური მომხმარებლის აზრი და აუცილებლად ვკითხავ ჩემს ახლობლებს - გაუჩნდებათ თუ არა სურვილი ამ მომსახურებით ისარგებლონ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ბიზნესგეგმები

გოგირდის აბანო ღვლევში კაფეტერია კოლეჯში სეზონური ბანაკები სანრგე მეურნეობა მასაჟის კაბინეტი ფოტოსტუდია hghg